Sunday, June 11, 2017


პროექტი - საქართველოს მთისა და ზღვის კურორტები








      დასრულდა პროექტული სწავლების ტრენინგი, რომელიც თავისი შინაარსით მრავალფეროვანი და სიღრმისეული იყო. დასაწყისში დავსახე პროექტის მიზნები, ავირჩიე სამუშაო თემა  --- საქართველოს მთისა და ზღვის კურორტები.
ჩამოვყალიბდი პროექტის მიმდევრობაზე და შევარჩიე აქტივობები, რომლებსაც გადავუნაწილებ ბავშვებს მათი შესაძლებლობებისა და ინტერესების შესაბამისად. დიფერენცირებული დავალებების დაგეგმვაში განსაკუთრებით დამეხმარა ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია დიფერენცირებული სწავლების შესახებ.
       გავეცანი მოსწავლეთა მუშაობის პროცესის და მათი ნამუშევრების შეფასების ინსტრუმებტებსა და კრიტერიუმებს.
     ტრენინგზე მიღებული ცოდნა დამეხმარება პროექტის სრულყოფილად განხორციელებასა  და გამართულ  კონსტრუირებაში. პროექტული სწავლების გამოყენებით შევძლებ ჩემს მოსწავლეებს განუვითარო სხვადასხვა უნარი, შევთავაზო საინტერესო , მრავალფეროვანი და მათი შესაძლებლობების შესაბამისი  აქტივობები, რითაც სასწავლო პროცესს გავხდი მათთვის სახალისოს.

Saturday, June 10, 2017

       ვისაუბრეთ ფასილიტაციის მნიშვნელობაზე,  თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის წახალისების შესახებ; განვიხილეთ ფასილიტაციის სტრატეგიების მაგალითები.
       შევავსე კითხვარი დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ და
განვსაზღვრე დავალებები ნიჭიერი და სსსმ მოსწავლეებისათვის.

Sunday, June 4, 2017

    გავეცანი მოსწავლეთა ნამუშევრების  სავარაუდო  ნიმუშებს ( ბროშურებს, ბიულეტენებს, ფლაერებს), რომლებიც დამეხმარება მომავალში, თუ როგორი დავალებები, მითითებები და რეკომენდაციები მივცე მოსწავლეებს პროექტის კეთების დროს, როგორ უნდა ავამაღლო მათი მოტივაცია და საინტერესო გავხადო მათი საქმიანობა.
        გავიარე შეფასების ინსტრუმენტების დანიშნულება, თუ რა დროს, რა შემთხვევაში, როგორ დახმარებას გამიწევს თითოეული მათგანი. სწორი, დროული, განმავითარებელი და მიზნობრივი შეფასებები აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაცია, პროექტზე მუშაობის პროცესს გახდის საინტერესოსა და სახალისოს.
       პროექტმა მონახაზის ფორმა მიიღო, რაც უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს.

Sunday, May 28, 2017

             პროექტის განხორციელებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია კოლეგების უკუკავშირი, რომელიც სასარგებლოა მისთვის, ვისაც უკუკავშირს აძლევენ და მისთვისაც, ვინც უკუკავშირს იძლევა.
           უკუკავშირი უნდა დაიწყოს პოზიტიური რჩევებით, აღინიშნოს ჯერ დადებითი, ძლიერი მხარეები და შემდეგ კი კორექტურად მივცეთ რჩევები. შეიძლება გამოვიყენოთ 3-2-1-ზე მეთოდი.
           ჩემი აზრით, ობიექტური უკუკავშირისთვის უნდა გავითვალისწინოთ გარკვეული კრიტერიუმები და დავაკონკრეტოთ კოლეგასთან ის საკითხები, რომელზეც ხდება მსჯელობა. უკუკავშირი უნდა იყოს დროული, კონკრეტული და რჩევითი.
         ტრენინგზე დავწყვილდით და გავაკეთეთ უკუკავშირის სიმულაცია, რომელმაც წარმოდგენა შემიქმნა უკუკავშირის ფორმებზე. ვიმსჯელეთ, აგრეთვე, საავტორო უფლებებზე. უკვე ვიცი, როგორ ვიმუშაო ისე, რომ არ დავარღვიო საავტორო უფლებები.
                

Saturday, May 27, 2017

         პროექტისთვის შერჩეული თემის ეფექტურად წარმართვისთვის ჩამოვაყალიბე სტრატეგიები და მიზნები, რაშიც დამეხმარა ბლუმის ტაქსონომია;
განვსაზღვრე  მიმართულების მიმცემი კითხვები. მნიშვნელოვანი ეტაპი იყო დროში გაწერილი შეფასების მეთოდებისა და ინსტრუმენტების შემუშავება პროექტის დასაწყისში, მსვლელობისას და დასასრულს.

Saturday, May 20, 2017

     დღეს ტრენინგის მეორე დღეა.
     ჩამოვაყალიბე პროექტის შინაარსი, განვსაზღვრე მიზნები და ის უნარები, რომელთა განვითარებასაც შევძლებ ჩემს მოსწავლეებში პროექტის განხორციელების დროს.
    ვფიქრობ, პროექტული სწავლება მართლაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარების განვითარებას, გაზრდის მათ მოტივაციას და ჩართულობას.
   ახალი და საინტერესო იყო ბუკლეტების დამზადება. ეს რესურსი შემიძლია ეფექტურად გამოვიყენო ჩემი მიზნების მისაღწევად,

Friday, May 12, 2017

         დავიწყე პროექტებით სწავლების ტრენინგი. ვფიქრობ, იგი  დამეხმარება პროფესიულ განვითარებაში, ინოვაციური მეთოდების დანერგვაში, სასწავლო პროცესის ეფექტურად და მრავალფეროვნად  წარმართვაში,. იგი მომცემს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად  გავითვალისწინო ჩემი მოსწავლეების საჭიროებები, ინტერესები და  შესაძლებლობები; შევძლებ შევთავაზო ბავშვებს საინტერესო, 21 -ე საუკუნის მოთხოვნების შესაბამისი ტექნოლოგიებით გამდიდრებული აქტივობები.
       პროექტებზე მუშაობა მოსწავლეებს განუვითარებს სხვადასხვა მნიშვნელოვან უნარს: კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, დამოუკიდებელი მუშაობის, ინფორმაციის დახარისხების, პრეზენტაციის...
       ველი, რომ მომდევნო ტრენინგებიც იქნება საინტერესო და სიახლეებით სავსე.

პროექტი - საქართველოს მთისა და ზღვის კურორტები       დასრულდა პროექტული სწავლების ტრენინგი, რომელიც თავისი შინაარს...