პროექტის განხორციელებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია კოლეგების უკუკავშირი, რომელიც სასარგებლოა მისთვის, ვისაც უკუკავშირს აძლევენ და მისთვისაც, ვინც უკუკავშირს იძლევა.
უკუკავშირი უნდა დაიწყოს პოზიტიური რჩევებით, აღინიშნოს ჯერ დადებითი, ძლიერი მხარეები და შემდეგ კი კორექტურად მივცეთ რჩევები. შეიძლება გამოვიყენოთ 3-2-1-ზე მეთოდი.
ჩემი აზრით, ობიექტური უკუკავშირისთვის უნდა გავითვალისწინოთ გარკვეული კრიტერიუმები და დავაკონკრეტოთ კოლეგასთან ის საკითხები, რომელზეც ხდება მსჯელობა. უკუკავშირი უნდა იყოს დროული, კონკრეტული და რჩევითი.
ტრენინგზე დავწყვილდით და გავაკეთეთ უკუკავშირის სიმულაცია, რომელმაც წარმოდგენა შემიქმნა უკუკავშირის ფორმებზე. ვიმსჯელეთ, აგრეთვე, საავტორო უფლებებზე. უკვე ვიცი, როგორ ვიმუშაო ისე, რომ არ დავარღვიო საავტორო უფლებები.
Sunday, May 28, 2017
Saturday, May 27, 2017
პროექტისთვის შერჩეული თემის ეფექტურად წარმართვისთვის ჩამოვაყალიბე სტრატეგიები და მიზნები, რაშიც დამეხმარა ბლუმის ტაქსონომია;
განვსაზღვრე მიმართულების მიმცემი კითხვები. მნიშვნელოვანი ეტაპი იყო დროში გაწერილი შეფასების მეთოდებისა და ინსტრუმენტების შემუშავება პროექტის დასაწყისში, მსვლელობისას და დასასრულს.
განვსაზღვრე მიმართულების მიმცემი კითხვები. მნიშვნელოვანი ეტაპი იყო დროში გაწერილი შეფასების მეთოდებისა და ინსტრუმენტების შემუშავება პროექტის დასაწყისში, მსვლელობისას და დასასრულს.
Saturday, May 20, 2017
დღეს ტრენინგის მეორე დღეა.
ჩამოვაყალიბე პროექტის შინაარსი, განვსაზღვრე მიზნები და ის უნარები, რომელთა განვითარებასაც შევძლებ ჩემს მოსწავლეებში პროექტის განხორციელების დროს.
ვფიქრობ, პროექტული სწავლება მართლაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარების განვითარებას, გაზრდის მათ მოტივაციას და ჩართულობას.
ახალი და საინტერესო იყო ბუკლეტების დამზადება. ეს რესურსი შემიძლია ეფექტურად გამოვიყენო ჩემი მიზნების მისაღწევად,

Friday, May 12, 2017
დავიწყე პროექტებით სწავლების ტრენინგი. ვფიქრობ, იგი დამეხმარება პროფესიულ განვითარებაში, ინოვაციური მეთოდების დანერგვაში, სასწავლო პროცესის ეფექტურად და მრავალფეროვნად წარმართვაში,. იგი მომცემს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინო ჩემი მოსწავლეების საჭიროებები, ინტერესები და შესაძლებლობები; შევძლებ შევთავაზო ბავშვებს საინტერესო, 21 -ე საუკუნის მოთხოვნების შესაბამისი ტექნოლოგიებით გამდიდრებული აქტივობები.
პროექტებზე მუშაობა მოსწავლეებს განუვითარებს სხვადასხვა მნიშვნელოვან უნარს: კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, დამოუკიდებელი მუშაობის, ინფორმაციის დახარისხების, პრეზენტაციის...
ველი, რომ მომდევნო ტრენინგებიც იქნება საინტერესო და სიახლეებით სავსე.

Subscribe to:
Posts (Atom)
პროექტი - საქართველოს მთისა და ზღვის კურორტები დასრულდა პროექტული სწავლების ტრენინგი, რომელიც თავისი შინაარს...
-
პროექტის განხორციელებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია კოლეგების უკუკავშირი, რომელიც სასარგებლოა მისთვის, ვისაც უკუკავშირს აძლევენ ...
-
გავეცანი მოსწავლეთა ნამუშევრების სავარაუდო ნიმუშებს ( ბროშურებს, ბიულეტენებს, ფლაერებს), რომლებიც დამეხმარება მომავალში, თუ როგორი დავ...
-
პროექტი - საქართველოს მთისა და ზღვის კურორტები დასრულდა პროექტული სწავლების ტრენინგი, რომელიც თავისი შინაარს...